"მინდა, ყველას მოვუწოდო, ვთხოვო პოლიტიკოსებს, რომ ბიზნესს მიეცეთ საშუალება საქართველოში საქმის კეთების. იმიტომ რომ ეს ფონი არის აბსოლუტურად შეუძლებელი. ამ ფონზე არ ვითარდება არათუ ბიზნესი, ყვავილიც კი დაჭკნება" - განაცხადა TBC ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში ჩართვისას .
გაზეთ „ასავალ-დასავალზე“" კი მამუკა ხაზარაძემ თქვა: „არ შეიძლება, ერთი წელი ამტკიცო სასამართლოში ის, რაც არ გაგიკეთებია, შემდეგ მოიგო სასამართლო და იმ სუბიექტმა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ცილს გწამებდა და რომელმაც წააგო სასამართლო, გააგრძელოს აღვირახსნილი კამპანია".