აუცილებელია ნარკოდანაშაულის "დე-პენალიზაცია"

აუცილებელია ნარკოდანაშაულის "დე-პენალიზაცია"

13.04.2015

ნიკა რურუა

ნარკოტიკების მომხმარებელო და არამომხმარებელო მეგობრებო და არამეგობრებო - ე.წ. O.D. , ანუ 'ოვერდოზი' ძალიან ხშირია იმ ქვეყნების მოქალაქეებში, სადაც ნარკოპოლიტიკა სრულიად დაულაგებელია.

სამწუხაროდ, ასეთი ქვეყანაა საქართველოც, სადაც არა და არ მოხერხდა ამ პრობლემის სწორედ, ცივილიზებულად და რაციონალურად აღქმა, რასაც ძალიან ხშირად ახალგაზრდა და ძვირფასი სიცოცხლეები ეწირება.

ჩემი აზრით, აუცილებელია ნარკოდანაშაულის "დე-პენალიზაცია", ანუ ნარკოტიკის მომხმარებლის სისხლის სამართლის დამნაშავედ არცნობა:
ეს ავტომატურად გამორიცხავს სხვა ქვეყნებში სირბილს ნარკოტიკების მისაღებად და საყიდლად, რასაც ხშირად, ვიმეორებ, ადამიანთა სიცოცხლე ეწირება ერთი მარტივი მიზეზით - მათ ხშირად ფატალურად ეშლებათ დოზირება და "ოვერდოზით" კვდებიან სადღაც მიმალულები, სადაც მათ არც მომვლელი და არც მომსულიერებელი არ ჰყავთ.

ნარკომანია სამედიცინო და სოციალური პრობლემაა და არა დანაშაული.

ნარკოტიკების უკანონოდ გამსაღებლებს დროა სახელმწიფომ სამუდამოდ ჩამოართვას დღეს არსებული მახინჯი მონოპოლია, და თვითონ ითაოს საკუთარი მოქალაქეების ნარკოდამოკიდებულებაზე ორგვარი ფუნქცია:

1. მათთვის ვისაც სურს ნარკოტიკებს სამუდამოდ დაემშვიდობოს - შექმნას სარეაბილიტაციო ცენტრები, როგორებიც განვითარებულ ქვეყნებში უამრავია;

2. მათთვის კი, ვისაც არ სურს ნარკოტიკისთვის თავის დანებება - შექმნას უსაფრთხო სამედიცინო ცენტრები, რომლებიც აღრიცხავენ და არამომაკვდინებელი დოზით მიაწვდიან ნარკოდამოკიდებულებს შესაბამის პრეპარატს მშვიდ, სუფთა და დაცულ გარემოში.

ამის გაკეთება სახელმწიფოს შეუძლია, თუ ის ამას მოინდომებს. და თქმა უნდა, დღევანდელ ჩვენს სახელმწიფოს არ ვგულისხმობ, დიდი სინანულით.

R.I.P. კოტე თოლორდავა.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge