სოკოს სუპი კლიოცკებით
ქათმის ფილე (300-500გ)
5ლ წყალი
500 გრამი შამპინიონი
1 ჭიქა წიწიბურა
2 თავი ხახვი
2 სტაფილო
დაფნის 2 ფოთოლი
1 კონა ოხრახუში
მარილი გემოვნებით
კლოცკებისათვის: 2-3 კარტოფილი, 1 კვერცხი, 3-4 ს.კ. პურის ფქვილი, მწიკვი მარილი;
კუბიკებად დაჭრილი ქათმის ფილე 5ლ წყალში მოვხარშოთ. წიწიბურა მოვხალოთ. სოკო ნახევრად შევწვათ, შემდეგ კი დავამატოთ გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ხახვი და განვაგრძოთ წვა სამივე ინგრედიენტის მოხრაკვამდე.
კლოცკების მომზადება: მოვამზადოთ კარტოფილის პიურე, დავამატოთ კვერცხი, მარილი და ფქვილი. მივიღებთ კოვზით რომ ავიღებთ ისეთი სისქის ცომს.
მოხარშულ ქათმის ფილეს ვამატებთ მოხალულ წიწიბურას და დაფნას, წამოდუღებისთანავე ბულიონში ჩაის კოვზით ჩავაგდებთ კლოცკის ცომს. როგორც კი კლოცკები ამოტივტივდებიან ვამატებთ ბოსტნეუთან ერთად შემწვარ სოკოს. ვადუღოთ3-4 წუთი.
Palimfsesti.ge:ეს სუპი ქათმის ფილეს გარეშეც შესანიშნავია და მარხვის დღეებში შეგიძლიათ მიირთვათ.