მალალა იუსაფზაის ავტობიოგრაფიული წიგნი „მე ვარ მალალა“ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ წელს გამოსცა.
თავად ავტორი - მალალა იუსაფზაი, 14 წლის პაკისტანელი გოგონაა, რომელმაც ღიად გაილაშქრა თალიბების უმკაცრესი წესების წინააღმდეგ ქალთა განათლების უფლებების დასაცავად. წიგნში „მე ვარ მალალა’’, დიდი ყურადღება ეთმობა პაკისტანის ისტორიას და რიგითი პაკისტანელების ცხოვრებას თალიბანის მმართველობის დროს. მალალა იუსაფზაი 2014 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა.