.ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი საზაფხულო პროექტი ქობულეთში, კომპანია "MAX touristik"_თან თანამშრომლობით იწყება!
პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდებს მისცეს ზაფხულში ზღვის პირას განტვირთვის საშუალება, მოახდინოს ახალგაზრდების დაინტერესება კრიმინოლოგიით, სისხლის სამართლითა და ზოგადად სამართლებრივი საკითხებით, მისცეს მათ პრაქტიკული გამოცდილება!
◙ პროექტის I დღე:
- City Game - მკვლელობაზე. სასტუმროს და ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე, მინიშნებები, უცნაურობები...
◙ პროექტის II დღე:
- შემთხვევის ადგილი. სახრჩობელა, გვამი, ბევრი სისხლი, იარაღი, მონაწილეებს მოუწევთ ჩაატარონ მოკვლევა შემთხვევის ადგილზე, დაადგინონ იყო მკვლელობა თუ სუიციდი.
◙ პროექტის III დღე:
- გრანდიოზული იმიტირებული გამოძიება, მთლიან ქობულეთის ტერიტორიაზე, გამომძიებლებად დაყოფილი მონაწილეები პოულობენ ზღვაში მოტივტივე გვამს, მოწმეები, სამხილები რომლებსაც მიტოვებულ შენობებამდე, შესაძლო დამნაშავეებამდე, სასტიკ დანაშაულებამდე მიყავხარ... ბევრი სირბილი, ადრენალინი, დანაშაულის გამოძიება, გახნსა, საქმის წარმოება, დამნაშავის კვალში დევნა და კიდევ უამრავი სიურპრიზი!!!
აქტივობების შუალედებში ტრენინგები და გასართობი ენერჯაიზერები, საღამოობით კი ტრადიციული გართობა და დასვენება ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის წევრებთან ერთად!
მონაწილეები ქობულეთში ზღვისპირა სასტუმროში გაატარებენ სამ დღე-ღამეს.
პროექტის ფრგლებშია:
▷ მგზავრობა, თბილისი-ქობულეთი (ორივე გზა)
▷ სასტუმროში ყოფნა და გაჩერება 3 დღე-ღამის განმავლობაში (სასტუმროს სურათები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ ივენთის სურათებში)
▷ სამჯერადი კვება
▷ პროექტის მონაწილეობის დამადასტურებელი ორენოვანი სერთიფიკატი
მონაწილეობის მიღება შეუძლია სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს და დაინტერესებულ პირებს. სკოლის მოსწავლეების ნაკადი შედგება ცალკე, უფროსი ასაკის მონაწილეებისაგან დამოუკიდებლად.
პროექტი (მოსწავლეთა და სტუდენტთა გამოცდების გათვალისწინებით) იწყება 25 ივნისიდან და ჩატარდება რამდენიმე ნაკადად.
დასარეგისტრირებლად გადადით შემდეგ ლინკზე:
https://docs.google.com/forms/d/1-bf3o005Q6XKZU1EmhEzbX-yXAIU79rDXR7OnqgWIvA/viewform
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: youngcriminologists@gmail.com
ტელ. ნომერი: 593 74 13 70
ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი
დანაშაულთან ბრძოლა იწყება განათლებით!