CNN ან BBC საქართველოს ეკონომკაზე სწორი ინფორმაციის მისაღებად ჟღურტულა "ექსპერტებს" არა, მაგრამ რომან გოცირიძეს აუცილებლად მიმართავენ

CNN ან BBC საქართველოს ეკონომკაზე სწორი ინფორმაციის მისაღებად ჟღურტულა "ექსპერტებს" არა, მაგრამ რომან გოცირიძეს აუცილებლად მიმართავენ

21.04.2015

1.ევრონიუსზე გასულ ამ უწყინარ სიუჟეტს სპეცტელევიზია რომ სპეცსიუჟეტს მიუძღვნის სპეცექსპერტებით, რაზე უნდა ილაპარაკო? თანაც იმაზე რომ კამათობენ, რაც არ მითქვამს? ჯინსების გამყიდველის სიტყვებს ისე მომაწერენ, ნამუსიც რომ არ აუტოკდებათ? ადრესატს პეციალურად არ ვასახელებ, რომ რეიტინგის დაუმსახურებლად ამაღლებაში არ შევუწყო ხელი. 
ყველა რეიტინგი შრომით მოიპოვება.

Экономика Грузии привыкает к кризису | euronews, экономика

http://ru.euronews.com/2015/04/15/georgia-trapped-in-economic-maelstrom/

2. არ წყდება გამოძიება, თუ ვინ იყვნენ და რატომ აიღეს მაინცდამაინც ჩემგან ინტერვიუ ევრონიუსის ჟურნალისტებმა. ისე, მაინტერესებს, CNN-მა ან BBC-იმ რომ მოინდომოს საქართველოს ეკონომიკის შესახებ სწორი ინფორმაციის გაგება, როგორ გგონიათ, 2030-ის ჟღურტულა "ექსპერტებს" მიმართავენ თუ შეეცდებიან სხვა წყარო მოძებნონ?
აი, მორიგ ცნობისმოყვარეთათვის ჩემს მიერ გუშინ მიწერილი პასუხი. სასაცილო ის არის, რომ დაიჯერეს. ხუმრობას ვერ მიხვდნენ
"გამახსენდა: ოპერატორი იყო შავკანიანი. ეცვა ნაცრისფერი ქურთუკი. სუპერ vhs-ის კამერა ეჭირა. 
ჟურნალისტი იყო ფრანგი. წითელი ფეხსაცმელი ეცვა, მოკლე კაბით, თუმცა საკმაოდ ციოდა. ბლოკნოტიდან კითხულობდა შეკითხვებს. ეტყობა, წინასწარ იყო დარიგებული ვიღაცისაგან. 
ცოტა მომაბეზრებლები იყვნენ. სამჯერ გამატარ- გამომატარეს მოდელივით, სიუჟეტში კი გაუნძრევლად ვდგავარ. 
თუ რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამახსენდა, აუცილებლად მოგწერთ". 

3. რამდენჯერმე მოვხვდი 2030-ის ყურადღების ცენტრში. არ ვაპირებდი გამოხმაურებას, რადგან ვერც ფორმით, ვერც შინაარსით, ვერც აუდიტორიის მოცვით, ვერც ნდობის ხარისხით ვერ გასცდა იგი სტუდენტური ტელევიზიის დონეს. ამიტომ შეპასუხება ზედმეტად ჩავთვალე. 
მაგრამ უკვე მეტისმეტი მოსდით. 
დღე არ გავა, არ გამოხატონ უკმაყოფილება ევრონიუსისათვის წინა კვირას ჩემს მიერ ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ გაკეთებული ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი, ერთი უწყინარი კომენტარის გამო.
საქართველოს მთავრობამ გადაუხვია ეკონომიკური განვითარების ლიბერალურ გზას, გეზი აიღო სახელმწიფო რეგულირებაზე და მისი როლის გაძლიერებაზე, რომელიც სამომავლოდ შექმნის პრობლემებს. ეს იყო და ეს. სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ ლარის დევალვაცია გამოიწვია როგორც საგარეო ასევე საშინაო ფაქტორებმა. თუ პროცესი გაგრძელდა, მცირე ბიზნესს განსაკუთრებით გაუჭირდება და ბევრი შეიძლება დაიხუროს ( ამას მაღაზიის გამყიდველი ამბობს). რა არის ამაში ახალი?
ვიზუალური მხარე არ მოგვეწონაო (რომელი ტელეოპერატორი მე მნახეს),

ქუჩაში დანჯღრეული მანქანა აჩვენესო,

ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები უშნოდ გამოიყურებოდაო.

მოკლედ, რატომ არ იყო ყველაფერი ეს განათებული ბათუმის,

განახლებული ძველი თბილისის,

შუშის ხიდის,

იუსტიციის სახლებისა

და პოლიციის ლამაზი შენობების ფონზეო.

 შეკვეთილიაო. დაიწყეს ძიება, თუ ვის შეეძლო "ევროპის მასშტაბით" შეკვეთა და რომელიმე პოლიტიკური ძალის წისქვილზე ხომ არ ვასხამდით წყალს. ეს უკვე ინტერნეტსივრცეში, ამ გადაცემის მონათესავე, ახლადგამოჩეკილი სააგენტოების მეშვეობით. 

ხომ არ მობრძანდებით ჩვენს გადაცემაშიო. უარი ვუთხარი. მაშინ მართლა არ მეცალა. არც ვიცოდი, თავის გამართლება თუ მომიწევდა. ახლა მინდა გავაგებინო: დიდი სიამოვნებით მოვალ მაშინ, როცა მათი "ყურებადობის" რეიტინგი ერთ პროცენტს გადასცდება და იქ მისასვლელად დახარჯული ბენზი არ დამენანება.
p.s. დიდ პატივს ვცემ ვასიკოს. უდაოდ ნიჭიერი კაცია და მედიასფეროშიც საკმაოდ გამოცდილი. არაფერს ვამბობ ეროვნული მოძრაობაზე და შემდგომ პერიოდზე, როცა არაერთხელ გადაკვეთილა ჩვენი საქმიანობის გზები( თუნდაც პარლამენტში). მეგობრულად მინდა ვკითხო: მართლა გჯერა, რომ აქედან რაიმე გამოვა?
P.S. ერთ-ერთი პასკვილი დღეს დილით უკვე გამოჩნდა ერთ-ერთი გაზეთის ფურცელზე. გაზეთს არაფერს ვერჩი. პირიქით, წესიერად მოიქცა. მათი ნაცოდვილარი შავ არშიაშია ჩასმული. ანუ ფასიანია. იბეჭდება რეკლამისთვის განკუთვნილ ფორმატში.21.04.15

4. ცუდად არის საქმე! ყველაფერი მე და ევრონიუსს დაგვბრალდება! საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch-მა საქართველოს რეიტინგი გაუუარესა. ეს ის რეიტინგია, ორი თვის წინ მთავრობამ რომ მიუძღვნა სპეცპრესკონფერენია, თანაც რა საბაბით: რეიტინგი არ მოგვმატებია, მაგრამ რა კარგია, იგივე დონეზე რომ დაგვიტოვესო.
საინტერესოა, რითი იმართლებს ახლა ხელისუფლება თავს. ალბათ განცხადების შინაარსი ასეთი იქნება: საგარეო ფაქტორები; ვაიექსპერტები; fitch-ი ვიღაცამ მოისყიდა! 20.04.15

http://ghn.ge/com/news/view/128082

5. ბოლო პერიოდში ვინც მე გამაკრიტიკა, ზოგმა სარფიანი ექსპერტობა დაირტყა, ზოგმაც თანამდებობა. 
შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ეს. მითუმეტეს, კრიტიკის სეზონი გაიხსნა. 
ოღონდ გაფრთხილებთ: ვინც წინათაც ამას აკეთებდა, მერე ცხოვრება მწარედ სჯიდა. მაგალითებს ცოტა გვიან მოგიყვანთ. 
რატომ ხდება ასე? კარგით, გაგანდობთ საიდუმლოს: ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებაში წერია. იმ ნაწილში, რომელიც კავკასიას და რომგოს რჩევების გაუთვალისწინებლობას და უსაფუძვლო კრიტიკას ეხება. შედეგად, ზოგი ფულს ჰკარგავს, ზოგიც თავს. 
რომგო თუ ვინაა, ამის გამოცნობა არ უნდა იყოს ძნელი. 
p.s. მომეწონა ვასიკო ოდიშვილის გუშინდელი ხუმრობები. ვაფრთხილებ, ამ თემას ნუ " გაახუმრებს". მთელი სერიოზულობით ვწერ.

6. მორიგი სისულელე!http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=21019&cat_id=6

მოკლედ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური განსწავლულობა პლინტუსის დონეზეა. 
პლინტუსი რა არის ვინც არ იცით, ტყუილად ნუ დაიწყებთ ლექსიკონში ძებნას. ელიავას ბაზრობაზე იკითხეთ და იქ გეტყვიან!

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge