ნიკა რურუა
ჩეხი ახალგაზრდას, იან პალახის თვით-იმოლაციამ, ანუ პროტესტის ნიშნად საკუთარი თავის სახალხოთ დაწვამ, ჩეხი და სლოვაკი ხალხების გათავისუფლების საქმეში დიდი მორალური მუხტი შეიტანა. ამგვარი აქტით მან საბჭოთა ჯარების მიერ 1968 წელს ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია გააპროტესტა. იან პალახის სახელობის მოედანი დღემდე არსებობს პრაღაში და მისი გმირულად დაღუპვის დღეს ყოველ წელს აღნიშნავს მისი სამშობლო.
ჩვენ, ქართველებსაც გვყავს ასეთი გმირი, რომლის თავგანწირვის შესახებ უმეტესობა ჩვენგანს არც გაუგია. მისი სახელია გია აბესაძე, ვინც იმისთვის რომ სამოქალაქო ომი გამოერიცხა ახლადდამოუკიდებელ საქართველოში, სახალხოდ თავი დაიწვა. ხალხმა მისი ეს სამოქალაქო გმირობა სულიერ აშლილობას მიაწერა და სამოქალაქო ომის თავიდან აცილება მის აუხდენელ სურვილად დარჩა.
ვინ იცის, როგორი იქნებოდა დღევანდელი საქართველო, მაშინ ჩეხი და სლოვაკი ხალხივით რომ მიექცია ყურადღება საკუთარი შვილის, იმ მარტოხელა გმირის, თავგანწირული ნაბიჯისათვის.
RIP გია აბესაძე.
ფოტოზე: ჩეხეთი იხსენებს იან პალახის.
P.S. 1969 წლის 16 იანვარს, 20 წლის სტუდენტმა, იან პალახმა, პრაღაში თვითდაწვის აქტს მიმართა, 1968 წლის აგვისტოში ჩეხოსლოვაკიაში ვარშავის ხელშეკრულების სამხედრო ძალების შეჭრის გაპროტესტების მიზნით. მიღებული დამწვრობის შედეგად ის სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა. პალახის დასაფლავების ცერემონია გადაიქცა მასობრივ დემონსტრაციად, რომელიც აპროტესტებდა საბჭოთა კავშირის მიერ "პრაღის გაზაფხულის" ლიბერალური რეფორმების ჩახშობას. პალახის პოლიტიკურმა აქტმა კიდევ ორ ჩეხს, იან ზაიცს და ევჟენ პლოცეკს უბიძგა საპროტესტო თვითდაწვისკენ მომდევნო თვეებში, რასაც სხვა კომუნისტურ ქვეყნებშიც მოჰყვა მსგავსი აქტები. 1989 წელს, პალახის სიკვდილის მეოცე წლისთავზე, მისი ხსოვნის პატივსაცემად გამართული თავყრილობა გადაიქცა მასობრივ ანტიკომუნისტურ საპროტესტო აქციად. ამან დამატებითი ბიძგი მისცა ხავერდოვან რევოლუციას, რომელმაც იმავე წელს კომუნისტური რეჟიმის დამხობას მიაღწია.http://www.radiotavisupleba.ge/media/photogallery/ian-palach-remembered-45-years-after-self-immolation/25232086.html