ბელა ალანიას ახალი ლექსი
ატრიალეთ დედამიწა ქართველებო,
სიკეთით და სიყვარულით დაიპყარით,
უძველესი დამწერლობის თოთხმეტ სიმში,
რუსთაველის საქართველო ერთი არის!
შეგვეჯიბრონ, სიყვარულში შეგვედარონ:
ჩვენი მიწის, ჩვენი წყლის და ჩვენი ბარის,
არაფერი ისე დიდი აღარაა,
სალოცავი სიწმინდის და დედის დარი.
მეგობრობა, გატანა და თანადგომა,
ოდითგანვე ხომ ვალია ჩვენი ხალხის?!
ხმალიც ბევრი გაიცვითა ომებში და
დავითის და თამარ მეფის ჭკუა- ფარიც.
ატრიალეთ დედამიწა ქართველებო,
სიკეთით და სიყვარულით დაიპყარით !
მხატვარი ლადო თევდორაძე