ჯარედ ლეტო დედამიწის დღეს გვილოცავს

ჯარედ ლეტო დედამიწის დღეს გვილოცავს

22.04.2015

44 წლის  ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი, პროდიუსერი, მსახიობი, რეჟისორი და პერიოდულად მოდელი.ჯარედ ჯოზეფ ლეტო  დრეს, 22 აპრილს დედამიწის დღეს გვილოცავს! ჰოლივუდის დიდი ბიუჯეტის მქონე ფილმებში ლეტოს გამოჩენამ  ის უწინდელზე  მეტად ცნობილი გახადა. 1994 წლის მან 19 სერიიან დრამაში - „ჩემი ეგრეთ წოდებული ცხოვრება“ ითამაშა .  მისი  დებიუტი  კი კინოში 1995 წელს შედგა ფილმში „როგორ გავაკეთოთ ამერიკული საბანი“,  შემდეგ  ფილმში „პრეფონტეინი“(1997),  მისმა როლმა პუბლიკისა და კრიტიკოსების  დიდი მოწონება დაიმსახურა. ლეტოს  2014 წელს მიღებული აქვს ოსკარი კატეგორიაში: მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი,  ფილმში „დალასის მყიდველთა კლუბი“.

ჯარედ ლეტო ამერიკული როკ-ჯგუფის, 30 Seconds to Mars-ის მთავარი ვოკალისტიც გახლავთ, ინსტრუმენტალისტი და სიმღერების ავტორიც.  ეს ჯგუფი ჩამოყალიბდა 1998 წელს ლოს-ანჯელესშიკალიფორნიაში, რომლის შექმნაშიც დიდი წვლილი ჯარედ ლეტოსა და მის ძმას, შენონ ლეტოს მიუძღვით. ბენდმა მსოფლიო მასშტაბით დიდებას მეორე ალბომის A Beautiful Lie გამოშვებისას მიაღწია.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge