მიხარია, როცა თქვენი ხმა მესმის

მიხარია, როცა თქვენი ხმა მესმის

24.04.2015

ბელა ალანია

_ ბექაა! 
_ ხოო, დედა, _ მპასუხობს ჩემი ვაჟი თავისი ოთახიდან და თავი კომპიუტერში აქვს ჩარგული 
_ დაკოო! 
_ გისმენ , დედა, _ მპასუხოს ჩემი ქალა და გამოცდისთვის ემზადება.
_ ბექაა!- ცოტა ხნის შემდეგ ისევ ვეძახი ბექას და ველოდები მის პასუხს, რომელიც არ აყოვნებს 
_ რა იყო, დედა , რამე გინდა? 
_ დაკოო! 
_ მოვიდე, დე?_ ისევ მპასუხობს დაკო.
_ არაფერი მინდა დაკო! 
_არაფერი, ბექა!, _ ვპასუხობ 
_ თუ არაფერი, რატომღა გვეძახი? _ აშკარად არ მოსწონთ, რომ ვაწუხებ დროგამოშვებით. 
არაფერს ვამბობ. არადა, როგორ მინდა ხმამაღლა ვუთხრა:
_ უბრალოდ, მიხარია, როცა მპასუხობთ; მიხარია, როცა თქვენი ხმა მესმის; როცა სახლში მეგულებით; როცა მინდა, რომ კომპიუტერს მოგწყვიტოთ და თავი შეგახსენოთ; როცა მენატრებით, მაშინაც კი, როცა გვერდით ოთახში ხართ...
როცა მინდა, ბევრჯერ, ბევრჯერ გავიგონო: " ხოო, დედა! დიახ, დედა! რა იყო, დე?, მოვდივარ, დეო!...რა მოხდა დედი? გჭირდები დედიკო.? 
რატომ გეძახით? ამას მაშინ გაიგებთ, როცა შვილები გეყოლებათ. ან მაშინ, როცა ოდესმე აღარ ვეყოლებით .
 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge