26 აპრილი - ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღეა.Intellectual Property Rights Day in Tbilisi

26 აპრილი - ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღეა.Intellectual Property Rights Day in Tbilisi

27.04.2015

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის აღსანიშნავ ელჩი ნორლანდი დაესწრო „საქპატენტის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას კამპანიის, „ხმა აიმაღლე მუსიკისთვის“ მხარდასაჭერად.


To mark World Intellectual Property Rights Day Ambassador Norland attended an event hosted by Sakpatenti to support their “Get Up, Stand Up for Music” campaign.
US Embassy Tbilisi, Georgia

 

26 აპრილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღეა. ეს თარიღი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2001 წლიდან აღინიშნება. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (ისმო) ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად განსზღვრავს ამ დღის თემატიკას. წელს ეს დღე „ხედვის ინოვატორებს“ ეძღვნება, იმ ხალხს, რომლებმაც თავისი მოღვაწეობით გარდამტეხი როლი შეიტანეს ინტელექტუალური საკუთრების ამა თუ იმ მიმართულების განვითარებაში. საქართველო უკვე მესამე წელია უერთდება მსოფლიოს და მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღეს. წელს, სწორედ 26 აპრილს გამოვა საქპატენტის პერიოდული გამოცემის „IP საქართველოს“ პირველი ნომერი. ამ დღესთან დაკავშირებით ასევე გაიმართება საზეიმო მიღება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

 ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო)

გენერალური დირექტორის ფრენსის გარის მიმართვა
ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღეს, 
2012 წ. 26 აპრილს

Francis Gurry is an Australian lawyer who has served as Director General of the World Intellectual Property Organization (WIPO) since October 1, 2008.

ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღე არის შესაძლებლობა, აღვნიშნოთ ინტელექტუალური საკუთრების მიერ ინოვაციასა და კულტურულ შემოქმედებაში შეტანილი წვლილი და ის დიდი სიკეთე, რაც ამ ორ სოციალურ მოვლენას შემოაქვს მსოფლიოში. 

ეს არის შესაძლებლობა, უკეთ იქნეს გაცნობიერებული ინტელექტუალური საკუთრების, როგორც გამაწონასწორებელი მექანიზმის, როლი იმ კონკურენტულ ინტერესებს შორის, რომლებიც არსებობს ინოვაციისა და კულტურული შემოქმედების ირგვლივ. ესენია: ინდივიდუალური შემოქმედისა და საზოგადოების ინტერესები; მწარმოებლისა და მომხმარებლის ინტერესები; ინოვაციისა და შემოქმედების წახალისებისადმი ინტერესი და ასევე მათგან გამომდინარე უპირატესობების გაზიარების ინტერესი.

წელს ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღის სლოგანია ,,შორსმჭვრეტელი ინოვატორები” - ადამიანები, რომელთა ინოვაციები გარდაქმნიან ჩვენს ცხოვრებას. განუზომელია მათი გავლენა. ზოგჯერ მათ შეუძლიათ, შეცვალონ საზოგადოების მოქმედების წესი.
მაგალითად, ჩინელმა ნოვატორმა ცაი ლუნმა საფუძველი ჩაუყარა ქაღალდის წარმოებას - ტექნოლოგიას, რომელმაც შეცვალა ყოველივე, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელი გახდა ცოდნის ჩაწერა. ასევე, აღსანიშნავია ევროპელი იოჰანეს გუტენბერგის მიერ მოძრავი საბეჭდი დაზგის გამოგონება, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ცოდნის გავრცელება და დემოკრატიზაცია. ჩვენს ეპოქაში მოწმენი გავხდით შინაარსის მიგრაციისა ციფრულ ფორმატში, და შემოქმედებითი ნაწარმოებების დიდი გავრცელებისა ინტერნეტისა და მსოფლიო ქსელის განვითარების შედეგად, რისთვისაც, სხვა პიროვნებათა შორის, მადლიერება ეკუთვნის ტიმ ბერნერს ლის.

მრავალი უჩვეულო ინოვაციის უკან უჩვეულო ადამიანური ისტორიაა. იმ დროს, როცა ქალი მეცნიერები ცოტანი იყვნენ, მარია კიური სკლოდოვსკას უწევდა ბრძოლა იმისათვის, რომ დამკვიდრებულიყო როგორც სრულუფლებიანი მეცნიერი, და არა როგორც მეცნიერის მეუღლე. ის ასევე იბრძოდა როგორც ემიგრანტი, რომელიც მუშაობდა სხვა საზოგადოებაში. გაგების მისეულმა სურვილმა იგი მიიყვანა საფუძვლიან აღმოჩენებამდე, რომელთათვისაც მას მიენიჭა ორი ნობელის პრემია ორ სხვადასხვა დისციპლინაში - ფიზიკასა და ქიმიაში, და იგი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ამას მიაღწია.

ხელოვნებაში ინოვაცია ბრუნავს საგნების ხედვის ახალი ხერხების გარშემო. შორსმჭვრეტელ ხელოვანს, კომპოზიტორს ან მწერალს შეუძლია სამყაროს ხედვის განსხვავებული, ახალი გზის ჩვენება. მაგალითად, ბობ დილანმა აითვისა თავისი თანამედროვე ტენდენციები და გარდაქმნა მუსიკის სხვადასხვა ჟანრი, განსაკუთრებით - ხალხური და როკ მუსიკის ჟანრები. გავიხსენოთ, თუნდაც, არქიტექტორები ზაჰა ჰადიდი ან ნორმან ფოსტერი, რომლებიც გარდაქმნიან ქალაქის პეიზაჟებს და ახლებურად ამშვენიერებენ ჩვენს ყოფას, ამასთანავე, ითვალისწინებენ გარემოს შენარჩუნების აუცილებლობას.

ჩვენი წინსვლა დამოკიდებულია ინოვაციებზე. ინოვაციის გარეშე ჩვენი ადამიანური მოდგმა დარჩებოდა იმავე მდგომარეობაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. თუმცა, გამოგონებებსა თუ ინოვაციებს ჯანდაცვის სფეროში შედარებით ნაკლები მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისათვის, თუკი შესაძლებელი არ იქნება მათი გამოყენება ან გაზიარება. ეს დიდი პოლიტიკური დილემაა. დიდია, ერთის მხრივ, თანაგრძნობის აუცილებლობა, ხოლო, მეორეს მხრივ, სასარგებლო ინოვაციების გაზიარების აუცილებლობა.

ვფიქრობ, ინტელექტუალური საკუთრება უნდა განვიხილოთ როგორც ამ პრობლემების გადაჭრის მექანიზმი.

მაგრამ საჭიროა სწორი ბალანსის შენარჩუნება, და ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი საუბარი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ. ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღეს განსაკუთრებით მოვუწოდებ ახალგაზრდებს, მიიღონ მონაწილეობა დისკუსიაში, იმიტომ, რომ ინტელექტუალური საკუთრება, განმარტების თანახმად, დაკავშირებულია ცვლილებასთან, სიახლესთან. ის დაკავშირებულია გარდაქმნების მიღწევასთან, რომელთა მიღწევაც გვსურს საზოგადოებაში. http://sakpatenti.org.ge/print.php?sec_id=17&lang_id=GEO&info_id=690

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge