გოთიკურ სტილში აგებული ოკლი კორტად წოდებული სასახლე მდინარე თემზას გადაჰყურებს და შეძლებული ინგლისელებისა და ჩამოსული სტუმრების საყვარელი ადგილია. ულამაზესი ტყე , მდინარე და ტბები სამოთხის შეგრძნებას ტოვებს ნებისმიერ სტუმარში. ამჟამად, ამ სასახლეში სასტუმროა, საუკუნეების წინ, კონკრეტულად კი 1859 წელს, ის, ერთმა შეყვარებულმა ინგლისელმა ფრანგ ქალს აუშენა. სერ რიჩარდ ჰალ სეიმ ეს არქიტექტურული საოცრება მასზე ბევრად უმცროს ფრანგ მეუღლეს - ელენ ევანსს აჩუქა. 1ბ76 წლის 26 აპრილს ამ სასახლეში სერ რიჩარდის და ელენ ევანსის უფროსი ქალიშვილის მერი ვაიოლენტის ქორწილი გაიმართა. 17 წლის მერის ხელისმომკიდე, მასზე ბევრად უმცროსი დაიკო - ჰილდა ჰალ სეი იყო. ქორწილი იმითაც იყო საინტერესო, რომ სიძე არტურ ჰენრი აუსტინი 24 წლით უფროსი გახლდათ პატარძალზე.
პირველი მსოფლიო ომის დროს სასახლეში საწარმო იყო გახსნილი. 1919 წლიდან კი მას ექსცენტრიული ერნესტ ოლივერი მართავდა და დიპლომატებს მასპინძლობდა. სასახლის თავზე იმ ქვეყნის დროშას აღმართავდახოლმე, რომელი ქვეყნის დიპლომატი ან პოლიტიკური მოღვაწეც ესტუმრებოდა. ოკლი კორტის ყველაზე ხშირი სტუმარი პრეზიდენტი შარლ დე გოლი იყო.
1966 წლიდან მოყოლებული ოკლი კორტს (The Oakley Court, Windsor) ფილმების გადასაღებად იყენებდნენ. რეჟისორების და სცენარისტების შთაგონების წყაროდ ქცეულმა სასახლემ. მხოლოდ 1981 წელს დააღწია თავი კინოს მესვეურთ და სასტუმროს სტატუსის მიღება შეძლო. 5 მილიონიანი (ფრანკი) რემონტის შემდეგ. მას პირვანდელი ბრწყინვალება დაუბრუნდა და 30 ჰექტარზე გაშენებული ულამაზესი ბაღებითა და პარკებით, დღემდე, მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილადაა მიჩნეული.
მასალა მოამზადა ნანა ჯანაშიამ
ფოტომასალა ამოღებულია google maps-დან