საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
„წარმოიდგინეთ თქვენი თავი, როდესაც მიდიხართ უცხოეთში და გეუბნებიან, თქვენ საიდან ხართ, საქართველოდან? სადაც პრეზიდენტს ავტორიტეტულმა პიროვნებამ მიუთითა ადგილი და დასვა, სადაც საჭირო იყო? ან რა დამოკიდებულება იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებით. ან წარმოიდგინეთ - როდესაც თქვენს ქვეყანაში პრეზიდენტს მიუთითებენ ადგილს და ის იქ დაჯდება, თქვენ რომ მიგითითონ ხვალ ადგილი, რა დაგიცავთ თქვენ? როდესაც გეტყვიან, "პრეზიდენტიც კარგად გვემორჩილება და სადაც ვეუბნებით, იქ ჯდება. ასე რომ, მოდი, შენც შესაბამისად მოიქეცი." შესაბამისად, ეს არის საქართველოს იმიჯის დაცვა, ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვა, რომელსაც, სამწუხაროდ, უპირისპირდებიან და ეს არის მოქალაქეების დაცვაც. ნათლად ჩანს, რომ ჩემი შესაძლო უკან დახევის საშიშროება არ იქნებოდა უბრალოდ ჩემი დისკრედიტაცია. ეს იქნებოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის შერყევა. პრეზიდენტი, რომელიც ყურით დაჰყავთ ერთი ადგილიდან მეორე ადგილას, სამწუხაროდ, ვერ განახორციელებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც გააჩნია."
გადაცემა „მაესტროს ცხრიანი“, ტელეკომპანია „მაესტრო“
27 აპრილი, 2015