გუშინ, 8:34 წთ-ზე კემბრიჯის პრინცესა დაიბადა. მისი მშობლები პრინცი უილიამსი და პრინცესა ქეით მიდლტონი გახლავთ. ახალშობილი პრინცესა პირველმა უფროსმა ძმამ პრინც ჯორჯმა მოინახულა. ის მამამ ხელში აყვანილი მიიყვანა საავადმყოფოში. ახალშობილის დედა ქეით მიდლტონი 33 წლისაა. წმინდა მერის სახელობის საავადმყოფოს დატოვებისას ის ძალიან ბედნიერი ჩანდა, რადგან ხელში ლამაზი და ჯანმრთელი გოგონა ეჭირა . ქეით მიდლტონს დიზაინერ ჯენი პეკამის კრემისფერ და ყვითელ ფერებში გადაწყვეტილი კაბა ეცვა.