გადაურჩა თუ არა მარიოტის დარბაზი ტორტების სროლას?!

გადაურჩა თუ არა მარიოტის დარბაზი ტორტების სროლას?!

04.05.2015

რომან გოცირიძე

პროფესორი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევის  ცენტრის ხელმძღვანელი

1. 2030 -ის კონფერენცია მისმა დამფუძნებელმა გახსნისთანავე დატოვა!

უჩემოდ უფრო თამამად და გულწრფელად ისაუბრებთ მწვავე თემებზეო.
მეც დავტოვე!
უჩემედოდ უფრო თამამად და მოურიდებლად გამოავლენენ თავიანთ აზრებს ახალგაზრდა ექსპერტები.
ამ მეთოდს მეც მივმართავ, როცა საჭიროა.
როცა ბავშვები დაბადების დღეს იხდიდნენ, უფროსები სახლში მარტო ვტოვებდით, ცოტა რომ გაელაღათ. მერე ფარდები კი გვხვდებოდა ტორტში გათხუპნული, მაგრამ ღირდა მაინც ეს უსიამოვნება მათი სიამოვნებისათვის.
იმედია, უმეთვალყუროდ დარჩენილი მარიოტის დარბაზი გადაურჩება ტორტების სროლას.

2. ისევ გუშინდელ კონფერენციაზე!ვითარება ასეთი იყო: ოჯახის უფროსი რომ დაგპატიჟებს სუფრაზე, რომ მიხვალ და რომ გეტყვის: უფრო ლაღად ჩემს ბავშვებთან იგრძნობ თავსო და რომ დაგტოვებს. 

ჰო და მეც მადლობა გადავუხადე ბავშვებს და ცოტა ხანში( ზრდილობისათვის) დავტოვე:)
სხვებსაც უნდოდათ ასე მოქცეულიყვნენ, მაგრამ ზოგს აკავებდა ზრდილობა, ზოგს თანამდებობა და ზოგს თანამდებობის სამომავლოდ შოვნის სურვილი.

3. მე რომ პრემიერ- მინისტრი ვიყო!

მე რომ პრემიერ- მინისტრი ვიყო და ზურგს პირადი 7 მილიარდი დოლარი მიმაგრებდეს, ერთ წელიწადში მთელ მსოფლიოს ავალაპარაკებდი!
მე რომ პრემიერ- მინისტრი ვიყო საკუთარი გუნდით, ორ წელიწადში მთელ მსოფლიოს ავალაპარაკებდი!
მე რომ პრემიერ-მინისტრი ვიყო დღევანდელი სამთავრობო გუნდით, წლის ბოლოს ყველა ჩვენზე ილაპარაკებს

4. საქართველოს მოსახლეობა ახალი აღწერით ყოფილა 3,7 მილიონი ადამიანი.( 2002 წელს იყო 4,3 მილიონი)
კატასტროფა!
შემცირდა 12 წელიწადში 641 ათასით.
საქართველოში არჩევნებში მონაწილეობს 3,6 მილიონი ამომრჩეველი. ანუ ყველა, ჩვილი ბავშვების ჩათვლით!!!
გამოდის, ყველა ხელისუფლება უკანონო ყოფილა?!

5. ახალი აღწერით ბოლო 13 წელიწადში საქართველოს სოფლის მოსახლეობა 24 პროცენტით შემცირდა. სოფელი მოხუცების ამარა დარჩა. ვინ დაამუშავებს ქართულ მიწებს? ისინი ვინც უცხოეთში წავიდნენ და სხვის მიწებს ამუშავებენ? თუ სოფლად დარჩენილი 60 წლის ასაკს გადაცილებული მაცხოვრებლები?ერთი ჩალმიანი სინგხის ტელევიზიით გამოჩენამ როგორ აუშალა იუსტიციის სამინისტროს სუსტი ნერვები? ჩვენს მამაპაპურ მიწას გადამთიელი ამუშავებსო. პარლამენტშიც ბევრი აღმოჩნდა სუსტნერვებიანი. ანდა, რა გასაკვირია, მთელ ერს გვაქვს ნერვები აშლილი ამ უცხოელების შემოტევის გამო.

ბოლო პერიოდში იუსტიციის სამინისტრომ ყურადღება მოადუნა. ჯერ ერთმა ნაცნობმა შემომჩივლა, ახალ პირადობის მოწმობაში 666-იანის კომბინაცია მერგოო. მეორე ნაცნობს კიდევ უარესი დაემართა-ურჩხულის ნიშანი ამოუვიდა.

6. ხელისუფლების მმართველი გუნდის კრიზისის ერთ-ერთი ნიშანია ინტელექტუალი მხარდამჭერების დაკარგვა. ეს ისეთი მდგომარეობაა, როცა თავგამოდებული ოცნებისტობა ცუდი ტონი ხდება, თუმცა ფრუსტრაციაში ბოლომდე ჩავარდნისაგან ჯერ კიდევ შველით ანტინაციონალური რიტორიკა.
ფეისბუკზე ძალიან უჭირთ. დაუცველნი არიან, რადგან ზედმეტად ღიაა. 
ბოლო თავშესფარი 2030-ია, თუმცა, იქ როგორც არ უნდა იწრიალო, მაინც იძულებული ხდები, რომ მხარედ დაფიქსირდე. ვუყურე რამდენიმეს წვალებას ამ დღეებში. 
ყველზე სასაცილო ის არის,რომ გაორებულ მდგომარეობაში მყოფი ჩემი ჭკვიანი ნაცნობები სულ უფრო გამოიყურებიან სულელებად. 
არა და, რომ არ არიან?
არა უშავს. შემდგომი ეტაპი საყოველთაო გამოღვიძებაა. ოღონდ იქაც ელოდებათ საფრთხეები: რომის პაპზე უფრო კათოლიკენი ხდებიან. 
ნუ იზამენ ამას... გაიხსენონ, ერთ დროს როგორ უყვარდათ. ..
p.s. ეს მოსაზრება განმტკიცებულია ბედკული საქართველოს უახლესი ისტორიით! ანუ ჩვენივე პერსონალური ისტორიით!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge