საქართველოში პრეზიდენტები არ უყვართ, ამიტომ მუზა აბანავეს

საქართველოში პრეზიდენტები არ უყვართ, ამიტომ მუზა აბანავეს

05.05.2015

მასალა მოამზადა ნანა ჯანაშიამ

პოლ კრუგერი  სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი იყო. ის 1825 წლის 10 ოქტომბერს დაიბადა. მისი მშობლები სამხრეთაფრიკელი ბურები, ანუ ჰოლანდიელ ახალმოსახლეთა შთამომავლები იყვნენ. მათ ფერმერობით გაჰქონდათ თავი. ბურები რევოლუციურად განწყობილი ხალხი იყო. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ სამხრეთ აფრიკაში ბრიტანეთის გაბატონებას.  მათ რიცხვში იყო კრუგერის ოჯახიც და ისინი 1835 წელს, სხვა ბურებთან ერთად, ჩრდილოეთით გადასახლდნენ, სადაც დამოუკიდებელი ქვეყნის ტრანსვაალის შექმნა გადაწყვიტეს. რამოდენიმე ათწლეულში ბრიტანეთმა ბურების შექმნილი ტრანსვაალის დასაკუთრებაც მოინდომა. სწორედ იმ დროს გამოჩნდა კრუგერი, რომელიც უკვე  პოლიტიკოსი გახლდათ. ის სათავეში ჩაუდგა ბურ მეამბოხეებს და ბრიტანეთზე გამარჯვება მოიპოვა. დამოუკიდებელმა ტრანსვაალმა კრუგერი თავის პირველ პრეზიდენტად აირჩია. კრუგერმა არჩევნები სემდგომშიც მოიგო - ზედიზედ სამჯერ. მაშინ როდესაც სამხრეთ აფრიკაში ოქროს ციებ-ცხელება დაიწყო და ამ ქვეყანას მთელი მსოფლიოდან უამრავი ადამიანი მოაწყდა, კრუგერმა გაითვალისწინა ბურების სურვილი და უცხოელებს მოქალაქეობის მიღება გაურთულა. ბრიტანეთი შეეწინააღმდეგა კრუგერს და ბურების მეორე ომიც ამიტომ დაიწყო. ბურების დამარცხების შემდეგ კრუგერმა სამშობლო დატოვა და შვეიცარიაში გაატარა თავისი სიცოცხლის ბოლო 6 თვე. ის  1904 წლის14 ივლისს  გარდაიცვალა. 16 დეკემბერს კი მისი ცხედარი სამხრეთ აფრიკის ქალაქ პრეტორიაში გადაასვენს და დიდი პატივით დაკრძალეს. 

ამ ფოტოდან ჩანს, თუ როგორ უვლიან პირველი პრეზიდენტის ძეგლს იოჰანესბურგში.

 

საქართველოში  პრეზიდენტები არ უყვართ, ამიტომ, მსოფლიოს რომ არ ჩამოვრჩეთ  -  "მუზა" აბანავეს.

 

9 მუზა (ძვ. ბერძნ. Μοῦσα) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ზევსისა და ტიტანიდი  მნემოსინეს (მეხსიერების ქალღმერთი) ქალიშვილები. ჰესიოდის “თეოგონიის” გადმოცემით ზევსისა და მნემოსინეს საიდუმლო კავშირის შედეგად რომელიც 9 დღე და ღამე გრძელდებოდა დაიბადა 9 ქალიშვილი, რომელთაგან ყოველი მათგანი ერთნაირად იყვნენ დაჯილდოებულნი სიმღერისა და ცეკვის ხელოვნებით. ეს მუზა-ქალღმერთები ყველა დროის პოეტების შთაგონების წყაროები იყვნენ და პარნასზე ცხოვრობდნენ. ისინი იყვნენ ერთადერთნი რომლებსაც გააჩნდათ სრულყოფილი მეხსიერება წარსულისა აწმყოსა და მომავლის წინასწარმეტყველების ნიჭი. არიან პოეზიის, მეცნიერების და ხელოვნებათა მფარველები. მოხსენიებული არიან "ილიადაში" და "ოდისეაში" ასევე მათ უწოდებენ ჰარმონიის ქალიშვილებს. მუზებს თავისი ტაძრები ჰქონდათ, რომლებიც მუსეინებად იწოდებოდნენ (აქდან წამოვიდა სიტყვა "მუზეუმი").

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge