ზუგდიდში ორმოებს ხელისუფლების წარმომადგენლების სახელები მიანიჭეს

ზუგდიდში ორმოებს ხელისუფლების წარმომადგენლების სახელები მიანიჭეს

02.06.2015

ანი წითლიძე

რახან ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ორმეობის ამოვსება ზუგდიდში და ზუგდიდლებს ხტუნვა ხტუნვით გვიწევს ზუგდიდს ქუჩებში სიარული რომ ორმოებში არ მოვიმტვრიოთ კისერი, გავაწყვიტეთ, ჩვენ თვითონ ამოგვევსო ორმები ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში და მიგვენიჭებინა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების სახელები.

შესაბამისად, ზუგდიდში უკვე გვაქვს ირაკლი გოგოხიას, მერაბ ქვარაიას, გიორგი თოდუას, გია გულორდავას, ჯიმშერ შეროზიას სახელობის ორმოები.

Palimfsesti.ge: აქტიური საზოგადოება ევროპულ ოჯახში დაბრუნების გარანტი გახლავთ. მაგრამ, მხოლოდ ზუგდიდელი ახალგაზრდების აქტიურობა ვერ ამოავსებს საქართველოში არსებულ ორმოებს და ვერ დაგვაბრუბრუნებს ევროპაში..  თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩის ერთი პატარა მონაკვეთი (ვაგზლის მოედნის გადასასვლელი ხიდიდან  ე.წ. "ბნელ ხიდამდე" )  ერთ წელზე მეტია გადათხრილია. ყველა წუწუნებს, მაგრამ პროტესტის სხვა ფორმა აზრადაც  არ მოსვლია არავის.  თბილისსაც წყალივით სჭირდება ზუგდიდის მსგავსი აქტიური და ქმედითი საზოგადოება! SOS!

თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩა.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge