შვედეთის პრინცესა მადლენი ქორწინების ორი წლისთავს ზეიმობს

შვედეთის პრინცესა მადლენი ქორწინების ორი წლისთავს ზეიმობს

08.06.2015

მასალა მოამზადა ნანა ჯანაშიამ

ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა  ვარსკვლავების სადარი სილამაზის მქონე შვედეთის პრინცესა მადლენი დღეს თავისი ქორწინებიდან ორი წლისთავს ზეიმობს. მან ბრიტანული წარმოშობის  წარმოსადეგ ამერიკელ ბანკირ კრისტოფერ ო'ნილზე (Chris O'Neil)  2013 წლის 8 ივნისს იქორწინა.  პრინცესამ თავისი საბედო ნიუ-იიორკში გაიცნო. ქორწილს, რომელიც სტოკჰოლმში გაიმართა, ევროპა-ამერიკიდან  500 სტუმარი  დაესწრო.  პატარძალი ულამაზესი იყო ვალენტინოს  კაბითა და 4 მეტრი სიგრძის მქონე ფატით.  ქორწილში ჯერ  შვედეთის და ამერიკის ჰიმნები შეასრულეს, შემდეგ კი პრინცესამ და მისმა საქმრომ  ერთგულების  ფიცი წაიკითხეს როგორც  შვედურად, ასევე  ინგლისურად. მადლენი შვედეთის მეფე კარლ გუსტავ მეთექვსმეტის და დედოფალ სილვიას  უმცროსი  ქალიშვილია.  მიუხედავად იმისა, რომ ის  ძალიან პოპულარულია შვედეთში, მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს, მიჩნეულია ევროპის ყველაზე  ლამაზ, ჭკვიან  და  ქველმოქმედ პრინცესად, პირველ სიყვარულში მაინც  არ გაუმართლა.   რვაწლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2010 წელს, პრინცესა მადლენი საქმროს, შვედ ადვოკატ იონას ბერსტრომს (Jonas Bergstrom)  დაშორდა. მიზეზი კი  გაზეთებში გავრცელებული ის ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც ადვოკატი 21 წლის ნორვეგიელ ხელბურთელს, თორა აპსტრომ ბერგს (Tora Uppstrom Berg) ხვდებოდა. ღამის კლუბში გაცნობილ თორასთან ერთად  ადვოკატი სათხილამურო კურორტზეც დააფიქსირეს.  ნამდვილი პრინცესები ღალატს არ პატიობენ და დარდის გასაქარვებლად ამერიკაში მიდიან... ნიუ-იორკში ჩასულმა პრინცესა მადლენმა   წარმატებული ფინანსისტი კრის ო’ ნილი  ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე გაიცნო.  კრისმა პრინცესა გონიერებით,  დიდსულოვნებით, დახვეწილი იუმორით და სითბოთი მოხიბლა.  ისინი 2 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს და მხოლოდ შემდეგ იქორწინეს.  ამჟამად მადლენი 32 წლისაა, კრისტოფერი კი  40-ის. უკვე ჰყავთ პატარა გოგონა, რომელთან ერთადაც  ნიუ-იორკში ცხოვრობენ.  პრინცესას დედამთილიც შესაფერისი შეხვდა,  მას ევა ო’ნეილი ჰქვია და ის  ნიუ-იორკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელია. ამბობენ, რომ ეს ქალბატონი ოდესღაც პრინც ჩარლზს ძალიან უყვარდა.

Palimfsesti.ge ულოცავს შვედეთის პრინცესა მადლენს და მის მეუღლეს, ბატონ კრისტოფერს ქორწინების ორი წლისთავს და ბედნიერ ცხოვრებას უსურვებს მათ! 

პრინცესა დედასთან, დედოფალ სილვიასთან ერთად.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge